"ჩემი კომპლექსებიდან გამომდინარე, სულ მინდოდა დემეს სცოდნოდა, რომ დედასთვის შეუძლებელი არაფერია" - კვირის პალიტრა

"ჩემი კომპლექსებიდან გამომდინარე, სულ მინდოდა დემეს სცოდნოდა, რომ დედასთვის შეუძლებელი არაფერია"

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და მისი შვილი დემეტრე ხატიაშვილი ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდნენ. დედა-შვილმა ისაუბრა ერთმანეთთან გატარებულ ბედნიერ მომენტებზე, დემეტრეს მიზნებსა და ოცნებებზე, იმაზე, თუ რა მოსწონთ და არ მოსწონთ ერთმანეთის ხასიათში, ასევე, რა ასოციაციები მოსდის დემეს პირველ რიგში, როცა დედა ახსენდება. ისაუბრეს იმაზეც, თუ როდის აქვს დემეს "უჟმური" სახე და რა არ მოსწონს ხოლმე ალექსანდრას. ასევე, რით ხსნის თავის მოლოდინებს, როცა სურს, შვილისგან მადლიერების და კმაყოფილების ჟესტები მიიღოს, რაც ბევრი დედისთვის დამახასიათებელი წუხილია.

ვიდეო იხილეთ ლინკზე