"90-იანებში მოსკოვში ეკლესიაში დედაომ მასწავლა" - ზურა შევარდნაძე გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"90-იანებში მოსკოვში ეკლესიაში დედაომ მასწავლა" - ზურა შევარდნაძე გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს (ვიდეო)

ცნო­ბი­ლი ფლო­რის­ტი, "გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის" მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სოციალურ ქსელში გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს:

"პასკის რეცეპტი თქვენიც გამიზიარეთ.

2 კილო მშრალი ხაჭო ხელით კარგად გააფხვიერეთ, (ან სახეხზე ჩამოშალეთ), ჩადეთ ორმაგი მარლით ამოფენილ საწურზე, დადეთ ჯამზე და დატოვეთ სიმძიმის ქვეშ, დროდადრო გამოუშვებს სითხეს და გადაღვარეთ. ამასობაში ათქვიფეთ 600 გრამი კარაქი და შეურიეთ 800 გრამი არაჟანი, 2 ქილა "სგუშონი", სიტკბო შეგიძლიათ გემოვნებით დაარეგულიროთ და რომ გაქუნქულდება+ დაპრესილი ხაჭო და ხის კოვზით კარგად აურიეთ. ამის შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული, რა გიყვართ - ცუკატები, ქიშმიში, ნიგოზი, თეთრი ბლის მურაბა თუ საზამთროსი, ალუბლის ჩირი, ნუში, მოკლედ, შეაზავებთ + ვანილს და ისევ მარლა ჩაფენილ ნასვრეტებიან ყალიბში ჩავდებთ და ისევ სიმძიმის ქვეშ ვპრესავთ, დროდადრო გადაუღვრით წვენს და შევდგამთ მაცივარში ერთი ღამით, დილით გამოვიღებთ მარლიდან და მოვრთავთ შოკოლადით, ნუშით, დახეხილი ნიგვზით და ა. შ. არაა რთული გასაკეთებელი, ცოტა ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ-შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება!

პ.ს. პროდუქტი უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი, პასკა ნედლია და ყველა გემო განსაკუთრებულად იგრძნობა..." - ვკითხულობთ გარდენია შევარდნაძის გვერდზე