ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე? - კვირის პალიტრა

ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

მო­სა­მარ­თლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს უმაღ­ლე­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის - ბოლო ინ­სტან­ცი­ის, სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. (https://www.icc-cpi.int/judges/judge-gocha-lordkipanidze).

„დღემ­დე მო­სა­მარ­თლე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს - იგი თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და პრო­კუ­რო­რი საიდ აბ­დელ კა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის, ხოლო ამ­ჟა­მად თავ­მჯდო­მა­რე­ობს პრო­კუ­რო­რი ბოს­კო ნტა­გან­დას წი­ნა­აღ­მდეგ რე­პა­რა­ცი­ე­ბის ეტაპ­ზე სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვას. რო­გორც სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამი სხვა სა­ჩივ­რის, ისე­ვე რო­გორც ავ­ღა­ნე­თის, ფი­ლი­პი­ნე­ბის და ვე­ნე­სუ­ე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა­ში.

მო­სა­მარ­თლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არის სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ტექ­სტე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კონ­სულ­ტა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­მუ­შაო ჯგუფს სა­სა­მარ­თლოს­თვის სა­კონ­სულ­ტა­ციო რო­ლის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას 2021 წლის 19 აპ­რილს შე­უდ­გა. მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ა­ზე ის 9 წლის ვა­დით არის არ­ჩე­უ­ლი. გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლეა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. იხილეთ სრულად