ქობულეთში სახლი დაიწვა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ქობულეთში სახლი დაიწვა - არის მსხვერპლი

ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის დროს მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"