"ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა... ალა ლუსულ კანონს" - როგორ ეხმაურება თეა წულუკიანი წარწერას: "თეა კულტურა შენი სპორტი არაა!" - კვირის პალიტრა

"ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა... ალა ლუსულ კანონს" - როგორ ეხმაურება თეა წულუკიანი წარწერას: "თეა კულტურა შენი სპორტი არაა!"

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საპროტესტო წარწერებს ეხმაურება. კერძოდ, თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე გაჩნდა წარწერები:"თეა კულტურა შენი სპორტი არაა!

"ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი. ალა ლუსულ კანონს", - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.