"ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა" - რას ვკითხულობთ დოკუმენტზე? - კვირის პალიტრა

"ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა" - რას ვკითხულობთ დოკუმენტზე?

ძველი ქართული პორტებიდან ყველაზე მეტი ბიჭვინთის შესახებაა ცნობილი, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ყურადღება მიაქცია იმერეთის 1737 წლის რუკის ამ მონაკვეთს, რომელზეც ბიჭვინთის ღვთისმშობლის საკათალიკოსო საყდარი და ნავსადგურია გამოსახული.

,,ელი დე პრიმოს" მიხედვით პეზუნდა (ბიჭვინთა) ანუ ძველი პითიუსი ძალიან უსაფრთხო ნავსადგურია, ხომალდებს შეეძლოთ აქ თავშესაფარი ყველა სეზონში ეპოვათ. ხომალდების განბაჟება ბიჭვინთაში დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა.

436238469-1882230622222938-7141556943353519702-n-1712917924.jpg

აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ თუ რა სახის ტვირთი იბრუნებოდა სამეგრელოს ნავსადგურებში, როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა:

10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი (მადლობა ნიკოლოზ ჟღენტს ამ შესანიშნავი დოკუმენტის გაზიარებისთვის).

ბიჭვინთის ნავსადგურის გვერდით გამოსახულია მეორე მნიშვნელოვანი პორტი, ზუფუ, რომელსაც ადგილობრივი ფეოდალი - ზუფუარი აკონტროლებდა.

დაწვრილებით ძველ ქართულ პორტებსა და სამეგრელოს ფლოტილიაზე ინფორმაციას ნახავთ შემდეგ ბმულებზე: