როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია აქ­ვეყ­ნებს ინ­სტრუქ­ცი­ას თუ რო­გორ უნდა შე­ი­ძი­ნოთ "ევრო 2024"-ის ბი­ლე­თე­ბი. რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სათ­ვის 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას და ინ­სტრუქ­ცი­ას:"უე­ფას 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სათ­ვის 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა უე­ფას ბი­ლე­თე­ბის პორ­ტალ­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი -

https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორ­ტალ­ზე შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა შექ­მნათ პი­რა­დი გვერ­დი ან ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია. მომ­ხმა­რებ­ლის სრულ­ყო­ფი­ლი პრო­ფი­ლის შე­საქ­მნე­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვე­ლე­ბის შევ­სე­ბა: სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, პი­რა­დი ნო­მე­რი ან პას­პორ­ტის ნო­მე­რი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თი.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას უე­ფას პორ­ტა­ლი მო­გა­ნი­ჭებთ რი­გის ნო­მერს. რიგი ჩა­ირ­თვე­ბა 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე. ერთ მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის თი­თო­ე­ულ მატჩზე 2 ბი­ლე­თის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

პორ­ტალ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ოთხი კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლე­თი:

პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია - 200 ევ­რო­მე­ო­რე კა­ტე­გო­რია - 150 ევ­რო­მე­სა­მე კა­ტე­გო­რია - 60 ევ­რო­მე­ო­თხე კა­ტე­გო­რია - 30 ევ­რო­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც Alipay-ის ელექტრო­ნუ­ლი სა­ფუ­ლით, ისე სა­ბან­კო ბა­რე­თე­ბით (VISA ან Mastercard). ბი­ლე­თის ფასს ბან­კის მო­საკ­რე­ბე­ლი არ ემა­ტე­ბა.

სა­სურ­ვე­ლი ბი­ლე­თის შერ­ჩე­ვი­სა და შეს­ყიდ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს 15 წუთი აქვს. სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბი­ლე­თის შე­ძე­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი წე­რი­ლი თქვე­ნი პი­რა­დი პრო­ფი­ლის შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა და თქვენს მიერ მი­თი­თე­ბულ პი­რად ელ-ფოს­ტა­ზე გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა. თა­მა­შის ბი­ლეთს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ი­ღებთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სამ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. 18 ივ­ნისს დორ­ტმუნდში, ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. 22 ივ­ნისს, ჰამ­ბურ­გში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე ჩე­ხე­თი იქ­ნე­ბა. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­კვნით შეხ­ვედ­რას ჩვე­ნი გუნ­დი 26 ივ­ნისს, გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.