პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სამსახური დატოვა - "პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება" - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სამსახური დატოვა - "პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება"

პრეზიდენტის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სამსახური დატოვა.

"ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანიას შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება".

ინფორმაციისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ , ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.