"გამოვიდა ნიკა გვარამია და თქვა, რომ სუფთა კორუფციაა, რომ კახა კალაძე რეკომენდაციას უწევს ვინმეს, ნაკრებში მოხვდესო..." - კვირის პალიტრა

"გამოვიდა ნიკა გვარამია და თქვა, რომ სუფთა კორუფციაა, რომ კახა კალაძე რეკომენდაციას უწევს ვინმეს, ნაკრებში მოხვდესო..."

ყვე­ლა გზას და კავ­შირს გა­მო­ვი­ყე­ნებ, რომ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, თა­მა­შობ­დნენ მა­გარ გუნ­დებ­ში, რად­გან მათი წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა პი­რა­დად ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძემ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და აბ­სურ­დუ­ლი უწო­და პარ­ტია "ახა­ლის“ ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ბრალ­დე­ბას, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის მე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით ხვდე­ბი­ან, რაც ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კო­რუფ­ცი­აა.

"მე დღეს ვთქვი, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ში პა­ტა­რა წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. გი­ორ­გის ვაკ­ვირ­დე­ბო­დით "ლე­ვან­ტე­დან“, მა­შინ, რო­დე­საც ძა­ლი­ან ცოტა თა­მაშს თა­მა­შობ­და და ვამ­ბობ­დით, რომ ის იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი, უნი­ჭი­ე­რე­სი ფეხ­ბურ­თე­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის. აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ და დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ.

დღეს გა­მო­ვი­და ნიკა გვა­რა­მია და თქვა, რომ სუფ­თა კო­რუფ­ცი­აა, რომ კახა კა­ლა­ძე რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ვინ­მეს, ნაკ­რებ­ში მოხ­ვდე­სო. დახ­მა­რე­ბას, ხელ­შე­წყო­ბას უწო­და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია. თუ ვინ არის ნიკა გვა­რა­მია, ამის ახ­სნას არ და­ვი­წყებ, რაც არ უნდა სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლოს, გინ­და, "ახა­ლი“ ან "ოქრო“ და­ირ­ქვას, ყვე­ლამ ვი­ცით, ვინ იყო პრო­კუ­რო­რი ნიკა გვა­რა­მია. რა სი­ბინ­ძუ­რით, რა ბო­რო­ტე­ბით და ცი­ლის­წა­მე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი მის გუნდთან ერ­თად, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ერ­ქვა. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ეცა­დოს, ვერ ჩა­მო­ი­რე­ცხავს იმ სი­ბინ­ძუ­რეს, რაც აკე­თა. დღე­საც იმა­ვეს აგ­რძე­ლებს. მე მახ­სოვს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ისე­თი რა­ღა­ცე­ბი იკად­რა. სა­ო­ცა­რი ისაა, რომ დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად არი­ან და ერთ რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ.

მას სპორ­ტის სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა და არც სიყ­ვა­რუ­ლი გა­აჩ­ნია სპორ­ტის მი­მართ. გვა­რა­მი­ა­ზე იმი­ტომ ვლა­პა­რა­კობ, რომ ის არის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ ძა­ლის, რო­მე­ლიც ებ­რძვის მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღეს, ებ­რძვის წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

მე, სა­დაც არ უნდა ვიყო, ყო­ველ­თვის ხელს შე­ვუ­წყობ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის წინსვლას, გან­ვი­თა­რე­ბას, თუკი რა­ი­მე კავ­ში­რე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მაჩ­ნია, მე­გობ­რო­ბა - ყვე­ლა­ფერს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შობ­დნენ მა­გარ გუნ­დებ­ში და იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, რად­გან, მათი წარ­მა­ტე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა პი­რა­დად ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­მარ­ჯვე­ბაა და რა თქმა უნდა, მათ ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბათ მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი მხრი­დან“,- აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამ მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა.

"ის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და წარ­მა­ტე­ბე­ბი შემ­თხვე­ვით არ მო­სუ­ლა არც ფეხ­ბურთში და არც სპორ­ტის ნე­ბის­მი­ერ სა­ხე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს. ეს უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვენ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გი­ცაა, რომ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს წარ­მა­ტე­ბე­ბი. რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო, და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბით, რის გა­მოც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი დღე­საც ბი­უ­ჯე­ტის თან­ხებს იხ­დის, რომ და­იბ­რუ­ნოს ის არე­ა­ლე­ბი და შემ­დეგ იქ სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი გა­კეთ­დეს. ქარ­თულ ფეხ­ბურთს ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა, თა­ნად­გო­მა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც აკე­თებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს არის სი­მარ­თლე და რე­ა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"ინტერპრესნიუსი"