"მათ არასდროს ვაპატიებ" - რატომ დაუპირისპირდა ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" ვარსკვლავებს? - კვირის პალიტრა

"მათ არასდროს ვაპატიებ" - რატომ დაუპირისპირდა ჯოან როულინგი "ჰარი პოტერის" ვარსკვლავებს?

"ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტო­რი, რო­უ­ლინ­გი ემა უოტ­სონ­სა და დე­ნი­ელ რედკ­ლიფს და­უ­პი­რის­პირ­და - საქ­მე ეხე­ბა ტრანსგენ­დერე­ბის იდენ­ტო­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხს. "ჰარი პო­ტე­რის" ვარ­სკვლა­ვე­ბი რო­უ­ლინგს ტრანსფო­ბი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

მწე­რალ­მა ამ თე­მა­ზე მრა­ვალ­ჯერ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. გა­სულ კვი­რას რო­უ­ლინ­გმა შოტ­ლან­დი­ის ახა­ლი კა­ნო­ნიც გა­აკ­რი­ტი­კა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნო­ნი კო­მი­კუ­რია და ის "კა­ცის­თვის კა­ცის და­ძა­ხე­ბას გა­აგ­რძე­ლებს".

რო­უ­ლინ­გის პო­ზი­ცი­ას უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბის­გან, მათ შო­რის არი­ან "ჰარი პო­ტე­რის" ვარ­სკვლა­ვე­ბი ემა უოტ­სო­ნი და დე­ნი­ელ რედკ­ლი­ფი. რედკ­ლი­ფი და რო­უ­ლინ­გი აქამ­დეც და­პი­რის­პი­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მა­გა­ლი­თად, 2020 წელს.

"აშ­კა­რაა, რომ მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ ტრანსგენ­დე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ იცხოვ­რონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბით" - წერ­და მა­შინ მსა­ხი­ო­ბი. გააგრძელეთ კითხვა

"მოუთმენლად ველი დაკავებას" - შესაძლოა, "ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტორი ჯოან როულინგი დააკავონ - რას წერს მედია?