ირან-ისრაელის ომი დაიწყო?! - ბრძოლები სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში უკვე მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ირან-ისრაელის ომი დაიწყო?! - ბრძოლები სირიისა და იორდანიის საჰაერო სივრცეში უკვე მიმდინარეობს

ირანმა, როგორც ჩანს, ისრაელზე პირდაპირი დარტყმების განხორციელება გადაწყვიტა. ისრაელის 12-ე არხის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით უკვე გაუშვა 100 დრონი და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ჩამოგდებასაც ისრაელის არმია იორდანიისა და სირიის საჰაერო სივრცეში ცდილობს. ამავე არხის ინფორმაციით, რამდენიმე დრონი და რაკეტა უკვე განადგურებულია.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეწყვიტა შვებულება და მოვლენებს აკვირდება, მან ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რაც შეეხება ირანული მხარეს, მისი ინფორმაციით, ისრაელს დარტყმას მიაყენებენ იმ დრონებით და იმ რაკეტებით, რითაც დაბომბეს ირანის საელჩო დამასკოში

ისრაელში დღეს სწავლა შეწყდა და ყველა ძალოვანი სტრუქტურა საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ირანთან ბრძოლისთვის მზად არის.