"ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა" - კვირის პალიტრა

"ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა"

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

მისი თქმით, დრონებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ ქვეყნის ტერიტორიამდე მისაღწევად და ისრაელი მათ თვალს ადევნებს.

ჰაგარის თქმით, ვინაიდან ისრაელის სამხედროები დრონების ჩამოგდებას ეცდებიან, მოსალოდნელია GPS შეფერხებები.

მან აღნიშნა, რომ დამატებითი თავდასხმების შემთხვევაში ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებისთვის ცალკე განცხადებას გაავრცელებენ.

ჰაგარის თქმით, საჰაერო განგაშის სირენები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირთვება, თუ დრონები ისრაელის ტერიტორიას მიაღწევენ, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალები მათ რაც შეიძლება ადრე ჩამოგდებას ეცდებიან.