ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში - კვირის პალიტრა

ჟურნალისტის ერთი დღე "კორიდას" საწარმოში

წლების წინ, Discovery channel-ზე ერთ დოკუმენტურ გადაცემას ვუყურებდი - How Do They Do It? („როგორ აკეთებენ ამას“) ერქვა. თითოეულ სერიაში ნაჩვენები იყო, თუ როგორ მზადდებოდა ყველასთვის ცნობილი შოკოლადები, სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ბევრი რამ, ქარხნებსა და საწარმოებში. შოუს სლოგანი იყო: „ჩვეულებრივის მიღმა არაჩვეულებრივი იმალება“.

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროდუქტების შექმნის პროცესი ჩვენთან, საქართველოში არსებულ საწარმოებში და რა იმალება ჩვეულებრივი პროდუქტების მიღმა. ცუდია, რომ საწარმოების სიმრავლით არ ვართ განებივრებული. მცირე მოკვლევის შემდეგ არჩევანი „კორიდას“ ხორცპროდუქტების საწარმოზე გავაკეთე და გადავწყვიტე დამეთვალიერებინა, როგორც ჟურნალისტს და საკუთარი თვალით მენახა ძეხვებისა და სოსისების დამზადების პროცესი. ყველაზე ხშირად ხო, ჩვენი ინტერესის საგანს სწორედაც, რომ წარმოადგენს თუ როგორ, რა პირობებში მზადდება პროდუქტი.

„კორიდას“ საწარმო ქალაქ ფოთში მდებარეობს, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საწარმოს ნახვამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„კორიდა“ არ არის უბრალოდ საწარმო, ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული: მოვლილი ტერიტორია, პავილიონები, საწყობები, ულამაზესი ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, გამწვანებული ეზო - პალმებით, უფასო კვება ყველა დასაქმებულისთვის, ორი ავტობუსი, რომელიც თანამშრომლებს ყოველდღიურად ემსახურება - აქ ყველაფერი ბიზნესისადმი სერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს.

21-1713165408.jpg

პირველი შთაბეჭდილება

როგორც კი გალავანს მიღმა აღმოვჩნდი, პირველი, რაც დავინახე, ძალიან ლამაზი ადმინისტრაციული შენობა და გამწვანებული ეზო იყო. ძველად, ამ ადგილას თევზის საწარმო ყოფილა, შემდგომში ყველაფერი გავერანებულა და განადგურებულა. ეს ლამაზი შენობაც თითქმის დანგრეული იყო, რომელიც კომპანიამ თავიდან აღადგინა და ამ ადგილს ახალი სიცოცხლე აჩუქა.

37-1713165452.jpg

45-1713165474.jpg

54-1713165496.jpg

ადგილზე „კორიდას“ წარმომადგენელი დამხვდა და წარმოების ყველა ეტაპი მაჩვენა: ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის შეფუთვამდე.

საწარმოს ტური

ბახილები, ხელთათმანი, პირბადე და ერთჯერადი ხალათი ჩავიცვი, დეზინფექციის პროცესიც გავიარე და საწარმოში შევედი.

64-1713165539.jpg

რაც გამიხარდა იყო ის, რომ ხარისხის კონტროლი მკაცრად მოწესრიგებულია. ყველა ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, წარმოება შეესაბამება ISO 9001, ISO 22000 სტანდარტს და HACCP საერთაშორისო სისტემას.

73-1713165570.jpg

„კორიდას“ საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. დიდ დანადგარში ტარდება ხორცი.

83-1713165594.jpg

93-1713165610.jpg

შემდეგ, გატარებული ფარში იგზავნება სხვა დანადგარზე, სადაც ხდება მისი შესუნელება და მიმდინარეობს მორევის პროცესი.

103-1713165628.jpg

შემდგომ, ხდება მზა ფარშის გარსაცმში ფორმირება. ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა.

112-1713166532.jpg

121-1713166622.jpg

131-1713166645.jpg

ეს დანადგარი, როგორც შინაურულად მოიხსენიებენ ე.წ. „სოსისების ამკრეფი“, ძალიან ლამაზად ალაგებს ერთ მწკრივად სოსისებს, რომ ჩარჩო კონსტრუქციაზე გადაიტანონ და შემდეგ თერმულ კამერებში მოათავსონ.

141-1713166682.jpg

ცალკე გამოყოფილ სივრცეშია შესაბოლი კამერები, სადაც ხდება ძეხვეულის შებოლვა. როგორც ამიხსნეს, გამოყენებული ნახერხი ექსკლუზიურად გერმანული წარმოშობისაა და არომატი და კვამლის კონცენტრაცია საგულდაგულოდ კონტროლდება.

15-1713166699.jpg

16-1713166779.jpg

არომატული ხორცპროდუქტები სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იღებს საბოლოო სახეს.

17-1713166862.jpg

18-1713166901.jpg

ბოლო პავილიონი პროდუქციის დაფასოება-შეფუთვისთვისაა განკუთვნილი. აქ ხდება სოსისების, ძეხვეულის შეფუთვა, აწონვა, დასტიკერება და საქართველოს ყველა რეგიონის მიმართულებით გაგზავნა.

19-1713166957.jpg

20-1713167004.jpg

როგორც გავიგე, ამჟამად, „კორიდა“ ორმოცამდე დასახელების მზა ხორცპროდუქტს აწარმოებს და 400-ზე მეტ კადრს ასაქმებს.

21-1713166830.jpg

თბილისში კმაყოფილი დავბრუნდი, რადგან იშვიათად მინახავს ასე ერთად შეკრული გუნდი, საქმისადმი ასეთი მაღალი პროფესიონალიზმი და სიყვარული. როგორც „კორიდას“ დირექტორმა, ბატონმა რეზო ნარმანიამ მითხრა, საწარმო ახლო მომავალში გაფართოებას იწყებს და ენერგო ეფექტურობისა და ეკოლოგიურობის მიმართულებით, მზის პანელების დამონტაჟებას გეგმავს. ასევე, უკვე ელოდებიან ახალ დანადგარებს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას რეგიონში.

NS