"ყველაფერს გავაკეთებთ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" - რა განცხადებას ავრცელებს მაკრონი? - კვირის პალიტრა

"ყველაფერს გავაკეთებთ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" - რა განცხადებას ავრცელებს მაკრონი?

საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და ირანს შორის, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და ისრაელს მოუწოდა, ნებისმიერი რეაგირების შემთხვევაში თავშეკავება გამოიჩინოს.

„ყველანი შეშფოთებულნი ვართ შესაძლო ესკალაციის გამო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მოვლენების გამწვავება, ესკალაცია”, - განაცხადა მაკრონმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

"ინტერპრესნიუსი"