ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან - კვირის პალიტრა

ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრა მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს, დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

"ინტერპრესნიუსი"