"შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს - ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს" - კვირის პალიტრა

"შეურაცხყოფას აყენებენ მოსახლეობას, საზოგადოებას, ხლეჩენ და აპირისპირებენ ერთმანეთს - ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს"

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხლე­ჩენ და აპი­რის­პი­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი გვაქვს, - ასე აფა­სებს მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვა ამ წუ­თებ­ში პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე­ობს და რომ­ლის საპ­რო­ტეს­ტო­დაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან აქ­ცია იმარ­თე­ბა.

რო­გორც მსა­ხი­ობ­მა აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის ერ­თი­ან­დე­ბო­და.

"დიდი იმე­დი მაქვს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გო­ნი­ე­რე­ბის იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი უამ­რავ­ჯერ იქნა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მთავ­რო­ბე­ბის მიერ და პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის მი­მართ ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა არ­სე­ბობს, ჩემ­თვის პი­რა­დად. შე­მიძ­ლია ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით ვთქვა, ჩემ გარ­შე­მო მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, მე­ზობ­ლებს თუ ა.შ. ყვე­ლას აქვს დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის ერ­თი­ან­დე­ბო­და. მე მაქვს ამ ერ­თი­ა­ნო­ბის იმე­დი, იმი­ტომ, რომ ეს არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის - მცდე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყოს. ასე­ვე, ეს არის დიდი ხნის წინ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი კონ­კრე­ტუ­ლად დღეს არის ამ ბოღ­მით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი. ეს არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხლე­ჩენ და აპი­რის­პი­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. ჩვენ გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი გვაქვს, იმი­ტომ, რომ ერთი პა­ტა­რა ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა ვართ და სულ ბრძო­ლა­ში და ტან­ჯვა­ში ვართ. ჩვენ­მა თა­ო­ბამ და არა მარ­ტო ჩვენ­მა, ბევ­რი ტრა­გე­დია და­ით­მი­ნა და ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს კე­თი­ლი და­სას­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა.