ერთ წიგნს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება: შეუერთდით წიგნების მარათონს - კვირის პალიტრა

ერთ წიგნს შეუძლია შეცვალოს ცხოვრება: შეუერთდით წიგნების მარათონს

რო­გორც ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, ერთი წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, უბიძ­გოს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­კენ და მო­ან­დო­მოს გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. გო­ნივ­რუ­ლად შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნი ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია. აპ­რი­ლის თვე კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მი­ზე­ზი, გა­ა­ხა­რო მე­გო­ბა­რი, ოჯა­ხის წევ­რი, ან თუნ­დაც ქუ­ჩა­ში შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რი­ლი ადა­მი­ა­ნი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბით.

მსოფ­ლიო 23 აპ­რილს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდ ქსელს „ბიბ­ლუსს“ სურს, მთე­ლი თვე, აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ აქ­ცი­ოს. წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის მსოფ­ლიო ტრა­დი­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2019 წლი­დან დამ­კვიდ­რდა და მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა.

2024 წლის წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის კამ­პა­ნია უკვე და­ი­წყო! ბიბ­ლუ­სი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით TBC CONCEPT-ის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვის გამ­ხსნე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, „ბიბ­ლუს­მა“ სამი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი: მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი და ელზა ახვლე­დი­ა­ნი და­ა­ჯილ­დო­ვა. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ წიგ­ნე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

7j82tnps-1713251035.jpeg

ბიბ­ლუს­მა ასე­ვე, "აჩუ­ქე წიგ­ნის" კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს, ავ­ტო­ბუ­სებ­ში სა­ჩუქ­რად წიგ­ნე­ბი და­ახ­ვედ­რა.

ue0-mfbw-1713251035.jpeg

„აჩუ­ქე წიგ­ნის“ კამ­პა­ნია აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. 23 აპ­რილს კი დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. ამ სა­ოც­რად პო­ზი­ტი­ურ და კე­თილ მა­რა­თონ­ში ჩარ­თვა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან კამ­პა­ნი­ა­ში. ჰეშ­თე­გით #აჩუ­ქე­წიგ­ნი ყვე­ლას შე­უძ­ლია და­დოს პოს­ტი, გა­ა­ჩუ­ქოს წიგ­ნი და გა­მო­იწ­ვი­ოს 3 ადა­მი­ა­ნი.

„აჩუ­ქე წიგ­ნის“ კამ­პა­ნია ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ სი­კე­თე ნამ­დვი­ლად გა­დამ­დე­ბია და წიგ­ნი - ყვე­ლა დრო­ში სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია!

R