საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დოლარში და ევროში სესხს ვეღარ აიღებენ - ვის ეხება ახალი რეგულაცია - კვირის პალიტრა

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დოლარში და ევროში სესხს ვეღარ აიღებენ - ვის ეხება ახალი რეგულაცია

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ლარით გაცემულ სესხად/საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი/საბანკო კრედიტი.

ამასთანავე, მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სესხის ან საბანკო კრედიტის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 400 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამური ვალდებულებების დათვლისას ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ან/და თავდებობით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იყოს გათვალისწინებული.

განაგრძე კითხვა