ბორის აკუნინი ქართველებს მიმართავს - "ის შემდეგ მთელ საქართველოს სიმსივნური წანაზარდივით მოედება..." - კვირის პალიტრა

ბორის აკუნინი ქართველებს მიმართავს - "ის შემდეგ მთელ საქართველოს სიმსივნური წანაზარდივით მოედება..."

ქართული წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი), რომელიც პუტინის რეჟიმის აქტიური წინააღმდეგია და რუსეთმა ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, ქართული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მწერალი აღნიშნავს, კომენტარის გაკეთება მას ქართული მედიის წარმომადგენლება სთხოვეს.

„საქართველო ჩემთვის არ არის უცხო, იქ დავიბადე „შვილი და „შალვას ძე“ ვარ, იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს. ჩემთვის შემაშფოთებელია ვხედავდე, როგორ მიდის დემოკრატიული ქვეყანა იმ ფერდობისკენ, საიდანაც რუსეთი უფსკრულში უკვე გადავარდა“, - წერს აკუნინი.

მწერალმა ქართველ ხალხსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ "უნდა ეშინოდეთ პუტინიზმის და არა - ოპოზიციონერების ან "ეშვებიანი" პრესის“.

„სახიფათოა არა მხოლოდ გარედან შეჭრა, არამედ - შიგნიდანაც. სწორედ ეს ხდება. პუტინიზმი თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით თქვენს სახლში ჩაბუდებას ცდილობს. ამ ინფილტრატის გამოდევნას შემდეგ ვერ შეძლებთ. ის შემდეგ მთელ საქართველოს სიმსივნური წანაზარდივით მოედება. ვიცით, გავიარეთ. ჯერ „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“, შემდეგ კი პუტინის რუსეთის გარდა საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, არ მისცეთ უფლება, ეს გაგიკეთონ, გაუფრთხილდით თავისუფლებას“ - აღნიშნავს მწერალი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი ბორის აკუნინი რუ­სეთ­მა ტე­რო­რის­ტე­ბი­სა და ექ­სტრე­მის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლით აღ­ძრა. ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რუ­სეთ­ში, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მწერ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე უარი თქვეს. წყარო