"ძალიან სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით - კიდევ უფრო უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო" - კვირის პალიტრა

"ძალიან სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით - კიდევ უფრო უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო"

ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით - კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.

როგორც კალაძემ განმარტა, ძალადობა მიუღებელია და ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შეუშალონ ამგვარ ქმედებებს.

„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო. ეს არ გვიკვირს. ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება, მათი ტელევიზიებით. ქვეყანაში ესენი არიან, ვინც ძალადობას და პოლარიზაციას ახალისებენ... ერთმანეთთან ბულინგი. ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, მიუღებელია ძალადობა“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

"ინტერპრესნიუსი"