"ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ... არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა" - რას ამბობს ცნობილი ფეხბურთელი მეუღლესთან განქორწინებაზე? - კვირის პალიტრა

"ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ... არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა" - რას ამბობს ცნობილი ფეხბურთელი მეუღლესთან განქორწინებაზე?

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.

მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.

"კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის სრულყოფილი იყო", - თქვა სელიკომ.

ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებაზე და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.

"2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემი ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე არ ვარ ბედნიერი და მგონია რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალია.

მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი აშშ-ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. "მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს", - მითხრა მან.

შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.

ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა". გააგრძელეთ კითხვა