"გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე - თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი" - კვირის პალიტრა

"გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე - თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი"

გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან "ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“.

"ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათ ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"