პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"