"ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი" - კვირის პალიტრა

"ბოლომდე აქ ვდგავართ, ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი"

მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან კი ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ!- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, აქციის მიმდინარეობისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ უკანონო ქმედებები განხორციელდა.

“აბსოლუტურად უკანონო ქმედება არის ის, რაც მოხდა. წინ ვიდექი და მათი {სპეციალური დანიშნულების რაზმის} მხრიდან დაიწყო უკანონო ქმედებები, ალყა შემოარტყეს ხალხს. ამის დაშვება არ შეიძლება. მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ! მადლობა ხალხს, რომ ყველა აქ არის“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

"ინტერპრესნიუსი"