ლევან იოსელიანი იზოლატორში მიდის - არიან თუ არა ნაცემები აქციის მონაწილეები?! - კვირის პალიტრა

ლევან იოსელიანი იზოლატორში მიდის - არიან თუ არა ნაცემები აქციის მონაწილეები?!

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, აქციაზე დაკავებულებს მოინახულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა დაკავებული ნაცემია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"