"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს" - როგორ ეხმაურება ილია თოფურია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? - კვირის პალიტრა

"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს" - როგორ ეხმაურება ილია თოფურია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

სპორტსმენი ილია თოფურია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

435712187-439254365258122-8653976198995356614-n-1713346822.jpg

ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის" - წერს ილია თოფურია ინსტაგრამის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სხვა სპორტსმენებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მამარდაშვილი და ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც.

"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე?