პარლამენტის შენობასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

პარლამენტის შენობასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. როგორც სამართალდამცავმა დაკავების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ქმედება აქციის მონაწილისგან შეურაცხყოფას მოჰყვა.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ პარლამენტის უკან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესავლელებთან გადანაწილდნენ.

"ინტერპრესნიუსი"