"რუსეთში ეს კანონი თავდაპირველად მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, შემდეგ შესწორება შეიტანეს და გავრცელდა ფიზიკურ პირებზე, მათ აგენტის სტატუსი ენიჭებოდათ" - რა შეფასებები კეთდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე? - კვირის პალიტრა

"რუსეთში ეს კანონი თავდაპირველად მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, შემდეგ შესწორება შეიტანეს და გავრცელდა ფიზიკურ პირებზე, მათ აგენტის სტატუსი ენიჭებოდათ" - რა შეფასებები კეთდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე?

აქცია „არა რუსულ კანონს“ ისევ მიმდინარეობს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან. საპარლამენტო უმრავლესობა ისევ არ იცვლის პოზიციას, პარლამენტმა 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ. არსებულ მოცემულობას ანალიტიკოსები გია ხუხაშვილი და ვახტანგ ხმალაძე ეხმიანებიან.

გია ხუხაშვილი:

- მე ახლა აქციაზე ვარ, მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლება უზურპატორია, მათ ლეგიტიმატია დაკარგეს. შენ როცა წერ კონსტიტუციაში, რომ ევროკავშირში გინდა ცხოვრება, ის გეუბნება, ჩვენ სახლში თუ გინდა ცხოვრება, ეს წესებია და შენ ეუბნები, რომ ფეხებზე მკიდია შენი წესები, ეს ნიშნავს რომ არღვევ იმ მოთხოვნას, რაც დაგიწესა ხალხმა. ეს ხელისუფლება თავისით ხომ არ მოსულა, ხალხმა მისცა მანდატი, კონსტიტუციის ფრაგლებში, დაარღვიეს კონსტიტუცია? – შესაბამისად, ეს უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალებად. ძალოვანებს ვეუბნები განსაკუთრებით, ისინი ახლა ემსახურებიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას, როდესაც ხალხს უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან მძიმე ფორმებით, ისინი სჩადან დანაშაულს.

- კობახიძე ამბობს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველ რიგში, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და სტაბილურ განვითარებას ისახავს მიზნად.

- ეს არის სპეკულაცია, რუსული კლიშე, რუსული სპეკულაცია, რუსული გამოთქმებით... „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი კარგად იცის, სად, რა და როგორ შემოდის, ასევე ყველაფრის საქმის კურსში არიან, ვინ რამდენს რაში და რაში ხარჯავს.

- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პრემიერი ირწმუნება, რომ ვერც ოპიზიცია და ვერც დასავლელი პარტნიორები ვერ ასაბუთებენ, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. კობახიძის ვერსიით საამისოდ, საფუძვლიანი არგუმენტი ამ დრომდე არავისგან მოუსმენია.

ვახტანგ ხმალაძე:

- თუ არ გინდა, არგუმენტები ცხვირწინ რომ დაგიდონ მაინც ვერ დაინახავ. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ აკმაყოფილებს იმ უმთავრეს პირობას, რომლითაც კანონდებელი უნდა ხელმძღვანელობდეს, კანონის შექმნისას. რა არის ეს პირობა? კანონი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, ხალხისთვის სიკეთის შექმნას და შეზღუდვა უნდა იყო მინიმალური და არავითარ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე მიზნის მისაღწევადაა საჭირო. თუ მიზანი არ შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებსა და ინტერესებს, მაშინ ასეთი კანონი არალეგიტიმურია და არ შეიძლება მისი მიღება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონს - მის შემქნელებს მიზნად გაცხადებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დაფინანსების, კერძოდ გრანტების მიღებისა და ხარჯვის გამჭირვალეობა. თავად ეს მიზანია ზოგადად, ლეგიტიმურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მედია საშუალებების ფინანსები, დღევანდელი მდგომარეობით ისედაც სრულიად გამჭირვალეა. უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნა უბრალოდ შეუძლებელია. ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერიისედაც გამჭვირვალეა, მაშნ ეს კანონი რატომ ვრცელდებოდეს მედიაზე? პასუხია ერთია - თუ მედიასაშუალება დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, უნდა მიეწებოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის იარლიყი. შეიძლება „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ასეთი იარლიყი კარგია, მაგრამ საკითხავია, უნდათ თუ არა ასეთი იარლიყი თავად მედიასაშულებებს. არ უნდათ! აძლევს რამე სიკეთეს, სარგებელს საზოგადოებას მედისაშუალებებისთვის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელის იარლიყის მიწებება? ცხადია, არა! ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის მედიასაშუალებების სტიგმატიზება. ე.ი. ეს არ არის საჭირო, ეს კანონი მედიასაშაულებებს შეეხოს.

- რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს?

- ნახეთ, მედიასაშუალების შემთხვევაში კანონი პირდაპირ ამბობს, რომ მედიის დაფინანსების წყარო, ოდენობა, ვადა.... ყველაფერი განთავსებული უნდა იყოს, როგორც მედიასაშუალებების ვებგვერდზე, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. ამ მხრივ, განსხვავებული ვითარებაა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში კანონით განსაზღვრულია, ვის და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს არასამთავრობო ორგანიზაციამ. თუმცა, ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია - ყველანაირი შემოსავლისა და ხარჯის შესახებ, მათ შორის ინფორმაცია - დაქირავებულ პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ ისედაც აქვს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, ასეთ ინფორმაციას, ყოველწლიურად კი არა, ყოველთვიურად აწვდის არასამთავრობო ორგანიზაცია შემოსავლების სამსახურს. კანონის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერავის ვერ გადასაცმეს, თუ სასამართლო არ მოითხოვს. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ აღირიცხება ყველა გრანტი, ასევე ამ გრანტის გამცემისა და მიმღების ვინაობა, გრანიტის ოდენობა და დანიშნულება. თუ სახელმწიფოს კიდევ მეტი გამჭირვალეობა სჭირდებოდა, საკმარისი იქნებოდა არსებულ კანონში, შესაბამისი ცვლილების შეტან, ანუ კანონში ჩაწერა იმისა, კიდევ რა დამატებითი ინფორმაცია იყო საჭირო კიდევ მეტი გამჭვირვალობისთვის. ეს არავის არ გაუკვირდებოდა, თუ რა თქმა უნდა, პერონალურ ინფორმაციას არ შეეხებოდა და არც ამხელა სკანდალი არ ატყდებოდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეს არ გააკეთა ხელისუფლება, მაგრამ შემოიტანეს ახალი კანონი. ამ კანონის ერთადერთი მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების 90%-სთვის უცხოური ინტერესების გამტარებლის იარლიყის მიწებებაა. რატომ? იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი არსებობენ უცხოეთიდან, კერძოდ ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული გრანტებით. დასავლური გრანტებით დაფინანსებული პროექტები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა სახის, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმის შელშეწყობა ან სულაც, საქართველოს რეგიონებში თაფლის წარმოების ხელშეწყობა. ე.ი. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი, რაც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირდება ისედაც გამჭირვალეა და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის (თუმცა ამაზე მეტი გამჭირვალეობა წარმოუდგენელია) არსებულ კანონშიც შეიძლებოდა შესწორების შეტანა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება ეს ყველაფერი და ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახალ კანონში გზადაგზა შევიდეს ისეთი ცვლილებები, როგორიც რუსულ კანონში. რუსეთმაც სწორედ ასეთი სახით მიიღო, „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“. რუსეთში ეს კანონი თავდაპირველად მხოლოდ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, შემდეგ შესწორება შეიტანეს და კანონი გავრცელდა ფიზიკურ პირებზეც, ოღონდ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ შემოიფარგლებოდა, რომ შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აგენტის სტატუსი ენიჭებოდათ. ცოტა ხანში კანონში ცვლილება ისევ განხორციელდა და აგენტებს ფინანსური სანქციები დააკისრეს, ფინანსურ სანქციებს მალე პროფესიული აკრძალვები მოყვა. მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის მქონე პირს აეკრძალა, სკოლაში მასწავლებლის პოზიციის დაკავება, უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა, წიგნების გამოცემა და ა.შ. ბოლოს ყველაფერი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებამდე მივიდა. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს აქაც იგივეს გაკეთება სურთ.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)