"მივდიოდით, ორმა მანქანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა" - რას ამბობს თვითმხილველი მეწყერზე? - კვირის პალიტრა

"მივდიოდით, ორმა მანქანამ გაასწრო და შემდეგ დავინახეთ, მეწყერი მოდიოდა" - რას ამბობს თვითმხილველი მეწყერზე?

ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ზუგ­დი­დი-ჯვა­რი-მეს­ტია-ლას­დი­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, რის გა­მოც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­ი­კე­ტა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

"ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რათა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­იწ­მინ­დოს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და აღ­დგეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სო­ფელ ლა­შენშთან ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის კად­რე­ბი "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს" თვითმხილ­ველ­მა მი­ა­წო­და. რო­გორც ლაშა არა­ბუ­ლი ამ­ბობს, ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, როცა მი­წის მასა ჩა­მოწ­ვა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი. "მივ­დი­ო­დით, ორმა მან­ქა­ნამ გა­ას­წრო და შემ­დეგ და­ვი­ნა­ხეთ, მე­წყე­რი მო­დი­ო­და. სა­მაშ­ვე­ლო­ში დავ­რე­კეთ და ვე­ლო­დე­ბით", - ამ­ბობს ლაშა არა­ბუ­ლი. გააგრძელეთ კითხვა