"სადღაც 20-მდე პოლიციელი მოდიოდა და ჩუმად მეუბნებოდა, ზოგი მანიშნებდა, კოცნებს მიგზავნიდა და მეუბნებოდა გენაცვალე მარჯვენაშიო" - კვირის პალიტრა

"სადღაც 20-მდე პოლიციელი მოდიოდა და ჩუმად მეუბნებოდა, ზოგი მანიშნებდა, კოცნებს მიგზავნიდა და მეუბნებოდა გენაცვალე მარჯვენაშიო"

სადღაც 20-მდე პოლიციელი მოდიოდა და ჩუმად მეუბნებოდა, ზოგი მანიშნებდა, კოცნებს მიგზავნიდა და მეუბნებოდა გენაცვალე მარჯვენაშიო" - ასე ეხმიანება პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი პოლიციასთან დაპირისპირებას, რომელიც კანცელარიასთან მოხდა.

"თავს ვგრძნობ კარგად, ფიზიკური დაზიანებების მიუხედავად, ძალიან მხნედ და შეუპოვრად ვარ და ისევ ისეთი შემართებით ვარ შეიძლება ითქვას. გუშინ თავს, რომ დამესხნენ პოლიციელები, მეც ვეჯაჯგურებოდი, შესვლა მინდოდა კანცელარიაში და ამის უფლება მაქვს, მაგრამ არცერთი პოლიციელისთვის შეურაცყოფა არ მიმიყენებია".