"ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება - ლევან იზორია რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან" - რა ინფორნმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთაა სამინისტრო? - კვირის პალიტრა

"ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება - ლევან იზორია რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან" - რა ინფორნმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთაა სამინისტრო?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუნდესტაგში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ელჩი რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე.

"გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე”, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"