ის რაც ვერ შესძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით... - კვირის პალიტრა

ის რაც ვერ შესძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით...

ირანის მიერ 13-14 აპრილის ღამეს ისრაელის მიმართულებით განხორცელებული კომბინირებული საჰაერო შეტევა, რომელშიც 320-კამიკაძე-დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში თითქმის სრული კრახით დასრულდა, რადგან უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე მხოლოდ ცხრა რაკეტა თუ აფეთქდდა და მათაც დიდი ვერაფერი ზიანი მიაყენეს ისრაელის საჰაერო ბაზებს...სამი დღის შემდეგ, 16-17 აპრილის ღამეს კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ოღონდ ამჯერად რუსეთის საჰაერო ბაზის წინააღმდეგ ანექსირებული ყირიმის ჯანკოიში, მხოლოდ 12 ბალისტიკური რაკეტით და უკრაინამ მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატება ჩაიწერა ...ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და იქ საბჭოთა პერიოდიდან განთავსებულია სამხედრო აეროდრომი, რომელზეც ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი 39-ე საშვეულმფრენო პოლკია დისლოცირებული. ამ პოლკის სამი ესკადრილია აღჭურვილია Ми-8АМТШ სამხედრო-სატრანსპორტო, ასევე Ми-35М, Ми-28 და Ка-52 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენებით.

2-ata-1713463721.jpg
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დაზიანებულ/განადგურებული გამშვები დანადგარების ფოტო, მაგრამ დასაზუსტებელია, ამ ფოტოზე მართლაც ჯანკოიზე უკრაინული სარაკეტო თავდასხმის შედეგია ასახული თუ არა.

ჯანკოის აეროდრომიდან ფრონტის ხაზამდე 150 კმ-მდეა და რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა სწორედ ჯანკოის პოლკის „ ტერმინატორებს“,„ალიგატორებსა“ და „ღამის მონადირეებს“ იყენებდა გასული წლის უკრაინული კონტრშეტევების მოსაგერიებლად...ამიტომაც უკრაინის გენშტაბს დიდი ხანია ყელში აქვს გაჩხერილი ეს რუსული საშვეულმფრენო პოლკი და აქამდეც, ომის მსვლელობის პერიოდში მას რამდენჯერმე კიდეც დაარტყა...თუმცა 16-17 მარტის საჰაერო შეტევა სულ სხვა სცენარით განხორციელდა, რადგან ამჯერად უკრაინამ, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ, მასიურად გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები...რა თქმა უნდა, უკრაინული „მასიური“ სარაკეტო დარტყმა რაოდენობით ვერ გაუტოლდება ირანულს, მაგრამ სამაგიეროდ, საბრძოლო ეფექტიანობით ბევრად გადააჭარბა...თუკი ირანულმა ხუთმა ბალისტიკურმა რაკეტამ ისრაელის „ნევატიმის“ საჰაერო ბაზაზე მხოლოდ ღრმულები დატოვა, უკრაინის მიერ გაშვებულმა 12 რაკეტამ ჯანკოის აეროდრომის ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებს ბევრად მნიშვნელოვანი საბრძოლო ზარალი მიაყენეს, ოღონდ არა შვეულმფრენების, არამედ ბევრად უფრო ძვირი სამხედრო ტექნიკის დაზიანება-განადგურების სახით...უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად,მათმა სარაკეტო დარტყმამ ჯანკოიში კრიტიკულად დააზიანა ან სრულად გაანადგურა С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოთხი გამშვები დანადგარი და სამი რადიოლოკაციური სადგური, ამასთან მწყობრიდან იქნა გამოყვანილი თვით რუსეთის არმიისთვისაც ძალზე დეფიციტური Фундамент-М ტიპის საჰაერო სივრცის კონტროლისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მართვის ცენტრიც...ინტერნეტსივრცეში ვრცელდება С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დაზიანებულ/განადგურებული გამშვები დანადგარების ფოტო,მაგრამ დასაზუსტებელია, ამ ფოტოზე მართლაც ჯანკოიზე უკრაინული სარაკეტო თავდასხმის შედეგია ასახული თუ არა. ისე, კი ჯერ კიდევ 17 აპრილს NASA-ს FIRMS -ის საიტზე კარგად გამოჩნდა ჯანკოის აეროდრომზე ხუთი ძლიერი ხანძრის კერა, რომლებიც მათი თანამგზავრის მგრძნობიარე თბოვიზორულმა კამერამ დააფიქსირა. თუკი უკრაინელებს შეუძლიათ ასეთი მაღალეფექტური სარაკეტო დარტყმების განხორციელება, მაშინ რატომ უფრო ხშირად არ აკეთებენ ამას, იმის ფონზეც, რომ უშუალოდ ფრონტის ხაზზე ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში იმყოფებიან?

3-ata-1713463810.jpg
17 აპრილს NASA-ს FIRMS -ის საიტზე კარგად გამოჩნდა ჯანკოის აეროდრომზე ხუთი ძლიერი ხანძრის კერა...

საქმე ის არის, რომ ირანელებზე უკეთესი შედეგის მისაღწევად უკრაინელებმა...ამერიკული ბალისტიკური რაკეტები ATACMS-ები გამოიყენეს, ოღონდ არა 300 კმ-ზე მფრენი მისი MGM-140B მოდიფიკაციები, არამედ მხოლოდ165 კმ ფრენის რადიუსის მქონე MGM-140A-ბი...ამ ამერიკული ბალისტიკური რაკეტების უკრაინის ფრონტზე გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის-მათი დებიუტი ჯერ კიდევ 2023 წლის 17 ოქტომბრის გამთენიისას შედგა, როდესაც HIMARS -ებიდან გაშვებული MGM-140AATACMS Block 1 მოდიფიკაციის ATACMS-ებით ოკუპირებული ლუგანსკისა და ბერდიანსკის აეროდრომებზე რუს ოკუპანტებს არანაკლებ 21 შვეულმფრენი დაუზიანეს/გაუნადგურეს...ამ ბალისტიკური რაკეტებით ფრონტის ხაზის სიღრმეში, თითქმის 150 კმ-ზე შეიძლება სარაკეტო დარტყმების განხორციელება, მაგრამ ამერიკულმა მხარემ თავიდან რაკეტების მხოლოდ მცირე პარტია გადასცა უკრაინის არმიას, ხოლო 300 კმ-ზე მფრენი ATACMS-ების მიწოდებაზე აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი შეგნებულად იკავებს თავს...მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ HIMARS -ებიდან გაშვებული ATACMS-ების ბალისტიკური რაკეტების მოგერიება რუსეთის ნაქებ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ძალიან უჭირს, შესაბამისად თუკი უკრაინელებს უფრო მეტი ასეთი ბალისტიკური რაკეტა ექნებათ არსენალში (მითუმეტეს,რომ პენტაგონი შეიარაღებიდან ხსნის 160 კმ-ზე მფრენ, კასეტური ქობინით აღჭურვილ ამბალისტიკურ რაკეტებს), მით უფრო სერიოზულ დარტყმებს მიაყენებენ მათ მიწაზე შეჭრილ რუს ოკუპანტებს...