სისხლიანი გარჩევა ვაკეში - ვინ არიან დაჭრილები და უკავშირდება თუ არა ის ძმებ კაკულიებს? - კვირის პალიტრა

სისხლიანი გარჩევა ვაკეში - ვინ არიან დაჭრილები და უკავშირდება თუ არა ის ძმებ კაკულიებს?

17 აპ­რილს, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე სრო­ლის ხმა ის­მო­და. ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად და­იჭ­რა 3 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­კე­ში, ტა­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე დაჭ­რი­ლი 3 პი­რი­დან, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ისი­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან სერ­გი ქურ­თი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე და კახა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი. არხს თვითმხილ­ვე­ლებ­მა უთხრეს, რომ რუ­ხა­ძეს ცე­ცხლი ქურ­თი­აშ­ვილ­მა გა­უხ­სნა, რის შემ­დე­გაც, სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი რუ­ხა­ძის დაც­ვამ გახ­სნა. შე­დე­გად სერ­გი ქურ­თი­აშ­ვილს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"17 რი­ცხვში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მეშ­ვე­ო­ბით მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სამი კაცი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. სა­მი­ვე მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ამ­ჟა­მად ჩვენს კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს 2 პა­ცი­ენ­ტი. ორი­ვე იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე. მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით, გა­და­იყ­ვა­ნეს სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ექი­მი.

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის დე­ი­დაშ­ვი­ლია, ხოლო ქურ­თი­აშ­ვი­ლი მათი საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი. გააგრძელეთ კითხვა