სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინეს - რა მოხდა პარლამენტის დარბაზში - კვირის პალიტრა

სალომე სამადაშვილს სხდომა დაატოვებინეს - რა მოხდა პარლამენტის დარბაზში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.

„ქალბატონო სალომე, გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. მანდატურს ვთხოვ დაატოვებინეთ დარბაზი... მანდატურს შეურაცხყოფას ნუ აყენებთ,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"