"კა­ჭოს­გან" შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნეთ, არ გრცხვე­ნი­ათ?", "ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ მისი ქმარი "ქოცია"?!" - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის არაეთიკურ კომენტარს? - კვირის პალიტრა

"კა­ჭოს­გან" შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნეთ, არ გრცხვე­ნი­ათ?", "ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ მისი ქმარი "ქოცია"?!" - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის არაეთიკურ კომენტარს?

"კა­ჭოს­გან" შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნეთ, არ გრცხვე­ნი­ათ?“

17 აპ­რილს, 83 ხმით 0-ის წი­ნა­აღ­მდეგ - ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. მხარ­დამ­ჭერ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იყოს მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა, რო­მე­ლიც ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან...“

უკვე წლე­ბია, რაც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან წა­სულ და­ვით კა­ჭა­რა­ვა ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. წყვილს 14 მარტს სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ილია კა­ჭა­რა­ვა შე­ე­ძი­ნათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათ შო­რის ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­გან, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვ­და.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბოლო პოს­ტი ორი დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა., რო­მელ­შიც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქა­ლებს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბი­სა და მუც­ლის მო­შო­რე­ბის­თვის ვარ­ჯიშს ას­წავ­ლის. კო­მენ­ტა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია, ქე­თის ქმრის სტა­ტუსს ახ­სე­ნე­ბენ და წე­რენ, რომ ვარ­ჯი­შის მა­გი­ერ, ახლა "რუ­სულ კა­ნონს“ უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეს.

"ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებ­დი შენს "ინ­სტაგ­რამს", მა­ინ­ტე­რე­სებ­და, და­წერ­დი თუ არა რა­მეს... არაფ­რის მომ­ცე­მია შენი სი­ტყვე­ბი, ნული ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ვი­თომ ძა­ლი­ან გა­დარ­დებ­დეს ეს სი­ტუ­ა­ცია და გული შეგ­ტკი­ო­დეს ხალ­ხსა თუ შენს ქვე­ყა­ნა­ზე, მონა“.

"შენ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში გინ­და ცხოვ­რე­ბა? ამ დროს შენი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი, შენი შვი­ლის მამა, ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი, რას შვე­ბა? აი, იმას უთხა­რი ეს, რომ არ გინ­და საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში შენი შვი­ლე­ბის გაზ­რდა, არა­მედ ევ­რო­პა­ში! შენი მო­ღა­ლა­ტე, ორუ­ჯრე­დი­ა­ნი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი იმ 83 კაც­ში თი­თის დამ­ჭე­რი, აი, მას უთხა­რი ეს! ფა­რი­სევ­ლუ­რი "სთო­რი" ვი­თომ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ გინ­და ცხოვ­რე­ბა, ეს იმი­ტომ რომ ყვე­ლა შენ­მა კო­ლე­გამ გა­ა­ზი­ა­რა და და­ცინ­ვის შე­გე­შინ­და! გრცხვე­ნო­დეს ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, კა­პი­კია შენი სტუ­დი­ე­ბის! მიღ­წე­ვე­ბის და ინფლუ­ენ­სე­რო­ბის ფასი!“

ამ ში­ნა­არ­სის არა­ერთ კო­მენ­ტარ­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა ქე­თის ექო­მა­გე­ბი­ან კი­დეც:

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო