გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს? - კვირის პალიტრა

გლდანი, მუხიანი, თემქა - როდის და როგორ გაშენდა თბილისის სამი გარეუბანი, სადაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი ცხოვრობს?

თბი­ლი­სის ყვე­ლა ცენ­ტრა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბა ოდეს­ღაც ქა­ლა­ქის გა­რე­უ­ბა­ნი იყო, ასე რომ, სა­მო­მავ­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის დღე­ვან­დელ გა­რე­უბ­ნებს დიდი შან­სი და პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წი­ლე­ბად იქ­ცნენ. იქამ­დე კი, თბი­ლი­სის იმ სამი გა­რე­უბ­ნის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, სა­დაც ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის, ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს.

671ff0a7-199a-4900-81fa-afdd70b64bdb-30220-1713601141.jpeg

გლ­და­ნი

ეს და­სახ­ლე­ბა სო­ფელ გლ­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1960-იან წლე­ბი­დან გა­შენ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მო­სახ­ლო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და კვარტლე­ბად და­ი­ყო. ამ უბ­ნის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 750 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი - არ­ქი­ტექ­ტო­რი თე­მურ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი). პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია ხა­ზობ­რი­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის ორი­ვე მხა­რეს. მისი სიგ­რძე 2,5 კმ-ია. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი ბო­ლომ­დე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამ­რი­გად, გლ­და­ნი XX სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან ვი­თარ­დე­ბა. იქ მოხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ად­რე­ულ წლებ­ში თბი­ლი­სის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად კი გლ­დან­ში, თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბ­ნი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს. გლ­და­ნი სხვა ასე­თი მა­სი­ვე­ბი­დან იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ არის მეტ­რო­სად­გუ­რი - „ახ­მე­ტე­ლი,“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თე­ატ­რი (1979 წელს და­არ­სდა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი, რო­მელ­საც 1987 წლის 14 იან­ვარს ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა), კი­ნო­თე­ატ­რი, ბან­კე­ბი, ორ ათე­ულ­ზე მეტი სა­ჯა­რო სკო­ლა, აშენ­და ეკ­ლე­სი­ე­ბიც. გლ­და­ნის და­სახ­ლე­ბა მზარ­დი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­ქა­ლა­ქო-რა­ი­ო­ნუ­ლი ტი­პის პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით პერ­სპექ­ტი­ვა აქვს. ცოტა რამ ის­ტო­რი­ი­დან: XV სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ გლ­და­ნი კა­ხე­თის სა­მე­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო და ყმა-მა­მუ­ლე­ბის ნა­წი­ლი კა­ხე­თის თა­ვა­დებს, ჯან­დი­ე­რის შვი­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, ხოლო ნა­წი­ლი სვე­ტი­ცხოვ­ლის მო­ნას­ტრის სა­კუთ­რე­ბა გახ­ლდათ. გააგრძელეთ კითხვა