"ოჯახს აუცილებლად ქართველთან შევქმნი და შვილსაც საქართველოში გავზრდი" - ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს - კვირის პალიტრა

"ოჯახს აუცილებლად ქართველთან შევქმნი და შვილსაც საქართველოში გავზრდი" - ვინ არის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

20 წლის ანა ჯან­ჯა­ლია წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. სამ­ხედ­რო­ე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თა­ვა­დაც ფორ­მის ჩაც­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი არ უფიქ­რია და ამე­რი­კულ ჯარს მი­ა­კი­თხა. ანა პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც იქა­ურ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად ჩანს და ვი­დე­ოს ფო­ნად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა აქვს.

მო­მა­ვა­ლი 20 წელი სა­კუ­თა­რი თავი და კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან აპი­რებს, რომ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას გაჰ­ყვეს... თუმ­ცა ოჯახს აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თულს შექ­მნის, სურ­ვი­ლი აქვს შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზარ­დოს...

- ანა, ახლა ამე­რი­კის გვარ­დი­ა­ში მსა­ხუ­რობთ, წლე­ბის წინ კი ოჯახ­თან ერ­თად "მწვა­ნე ბა­რა­თის" სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­ვდით შტა­ტებ­ში. სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით და­ვი­წყოთ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ლაღი და ბედ­ნი­ე­რი წლე­ბია. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც დავ­დი­ო­დი წრე­ებ­ზე, ცეკ­ვა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. მყავ­და ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი. შე­მეძ­ლო ყო­ველ­დღე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი მე­ზო­ბელ­თან, კლა­სე­ლებ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ლა­ღე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი, ვიდ­რე აქ ამე­რი­კა­ში. აქ გა­სარ­თობ ცენ­ტრებ­ში თუ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან, მე­ზობ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად კონ­ტაქ­ტო­ბენ ერ­თმა­ნეთ­თან. ამი­ტომ ვთვლი, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დია. აქ­ტი­უ­რი, ბე­ჯი­თი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მქონ­და ჩემი პრინ­ცი­პე­ბი.

363366866-2537220379791629-4025797894197692607-n-47983-1713632836.jpg

- ანა, რო­გორც ვიცი, მშობ­ლე­ბი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყ­ვნენ...

- მა­მამ და­ამ­თავ­რა სამ­ხედ­რო აკა­დე­მია, ის იყო საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ოფი­ცე­რი. მას საკ­მა­ოდ კარ­გი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა ჰქონ­და, მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი იყო და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავ­ღა­ნე­თი­სა და ერა­ყის მი­სი­ებ­ში, ასე­ვე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში. ბო­ლოს მამა გენშტაბ­ში მუ­შა­ობ­და და ძი­რი­თა­დად სულ საბ­რძო­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში. მთე­ლი დღე გა­წე­რი­ლი ჰქონ­და, ყვე­ლა წუთი, ჩვენც ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბო­დით მის რე­ჟიმს. ალ­ბათ მა­მის­გან გად­მო­მე­ცა მეც პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა და ფორ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლას, მა­მას ძმა ცხოვ­რობს აქ და მისი რჩე­ვით ჩა­მო­ვე­დით. გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოგ­ვის­წორ­დე­ბო­და და კა­რი­ე­რუ­ლა­დაც ჩვენ­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და. ამის ერ­თა­დერ­თი გზა იყო მწვა­ნე ბა­რა­თის შევ­სე­ბა. გაგ­ვი­მარ­თლა და მო­ვი­გეთ, ჩვე­ნი ოც­ნე­ბის ლა­ტა­რია მო­ვი­გეთ. ამან მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა და წა­მო­ვე­დით ამე­რი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. გააგრძელეთ კითხვა