ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით? - კვირის პალიტრა

ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ბრი­ტა­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა 14 მი­ლი­არდ ფუნტ სტერ­ლინგს შე­ად­გენს, მაგ­რამ მისი ვი­ნა­ო­ბა თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც კი არ იცი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაგ­ნატ მა­იკლ პლატს უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რე და გავ­ლე­ნა აქვს, ის რა­დარ ქვეშ მუ­შა­ო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს და ხში­რად უკ­რძა­ლავს ჟურ­ნა­ლის­ტებს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას.

მა­იკლ პლა­ტის კომ­პა­ნია, BlueCrest Capital Management, რო­გორც მისი და მისი პარტნი­ო­რე­ბის პი­რა­დი ინ­ვეს­ტი­ცია, ისე მუ­შა­ობს. ით­ვლე­ბა, რომ პლატს აუ­რა­ცხე­ლი სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა­ში სწო­რედ კომ­პა­ნი­ის არატ­რა­დი­ცი­ულ­მა სტრა­ტე­გი­ამ შე­უ­წყო ხელი. შე­დე­გად, BlueCrest ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მა, რომ­ლის მო­გე­ბა­მაც 2022 წელს 153% შე­ად­გი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­იკლ პლა­ტის სა­ხე­ლი ფარ­თოდ არაა ცნო­ბი­ლი, პრეს­ტონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ბრი­ტა­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ტი­ტულს ატა­რებს. პლა­ტის­თვის მი­წე­რი­ლი ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბი უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა, რაც მის იდუ­მალ იმიჯს კი­დევ უფრო მის­ტი­კურს ხდის. თუმ­ცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ლი­არ­დე­რის სამ­ყა­რო­ში პე­რი­ო­დუ­ლად შე­ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვე­ცა. 2019 წლის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, პლა­ტი ნიუ-იორ­კის ტაქ­სით მგზავ­რო­ბი­სას თა­ვი­სი სიმ­დიდ­რის შე­სა­ხებ ღიად სა­უბ­რობ­და.