"შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას" - სუს- ი "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

"შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას" - სუს- ი "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციაზე

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და მოხდება რეაგირება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"