"ვა­ი­მე, რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ამ მთავ­რო­ბა­ზე... გაფრთხილებთ, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე" - გიორგი ყიფშიძე თბილისის მერობას აპირებს? - კვირის პალიტრა

"ვა­ი­მე, რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ ამ მთავ­რო­ბა­ზე... გაფრთხილებთ, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე" - გიორგი ყიფშიძე თბილისის მერობას აპირებს?

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე მოკ­ლე ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მსა­ხი­ო­ბი დე­ტა­ლუ­რად ლა­პა­რა­კობს მის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რაც დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთავ­რო­ბას­თან აქვთ. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კენ­ჭს იყ­რის. მისი თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მისი მე­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე "ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს მეთ­ქვა, მსა­ხი­ო­ბი მსა­ხი­ო­ბია, სპორ­ტსმე­ნი - სპორ­ტსმე­ნია, პო­ლი­ტი­კო­სი არა­ფე­რი არ არის, მა­ტყუ­ა­რაა. მე ასე­თი უკონ­ტაქ­ტო მთავ­რო­ბა და ხალ­ხი არ მი­ნა­ხავს, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი არ აქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი გა­მო­ვი­დეს და... კი, იქ ბევ­რი "ნა­ციც" არის, ეგე­ნი აფუ­ჭე­ბენ მთელ ამინდს.

გაფრ­თხი­ლებთ, ჩემს შვილს, ნა­ტა­ლი­ას თმა არ ჩა­მო­უ­ვარ­დეს, წინა ხაზ­ზე დგას აქ­ცი­ებ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი, გა­მო­დი მან­დე­დან, შა­რია-მეთ­ქი. რამე რომ მო­უ­ვი­დეს, შა­ჰი­დის ქა­მარს გა­ვი­კე­თებ და ვი­საც გა­და­ვეყ­რე­ბი, ალაჰ აკბარს ვე­ტყვი..."

მთავ­რო­ბა­ზე...

"არ იყო კა­ცუ­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის­თვის ხე­ლის დარ­ტყმა, თან ზურ­გი­დან რომ მი­ე­პა­რა. კე­ფა­ში რომ ხიო, შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლა მაგ დროს ადა­მი­ა­ნი. მო­ეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა და მერე და­ემტვრია ცხვირ-პირი, ეგ უფრო ნაღ­დი იქ­ნე­ბო­და.

ან გოგა ხა­ინ­დრა­ვა, ძმაო, რა და­გე­მარ­თა. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ეს არის მთა­ვა­რი. შენ ნა­ხე­ვა­რი ფეხი სა­მა­რე­ში გაქვს, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. თქვენ ხართ დრა­კო­ნე­ბი.

თქვენ გა­უ­ნათ­ლებ­ლე­ბო, დრა­კო­ნი იცით რა არის. აი, მიშა რომ ჩა­მოს­ვით, მიშა მე­ზი­ზღე­ბა, სხვე­ბი რომ დას­ხე­დით იმ სკამ­ზე, ზუს­ტად მი­შე­ბი გახ­დით. თუ იცით, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, კაცი მოკ­ლავს დრა­კონს და იმ ავ­ლა­დი­დე­ბით მო­ნუს­ხუ­ლი, მის სკამ­ზე დაჯ­დე­ბა, ბრჭყა­ლე­ბი გა­მო­უ­ვა და გა­და­იქ­ცე­ვა დრა­კო­ნად. ვინც იმ სკამ­ზე ჯდე­ბა ყვე­ლა­ნი დრა­კო­ნე­ბი ხართ, ამი­ტომ პრინ­ცი­პია შე­საც­ვლე­ლი".

თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე

"პირ­და­პირ ვი­ტყვი, "ნა­ცე­ბი" არ უნდა მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მე ვარ "გირ­ჩის" მომ­ხრე, ნული აგ­რე­სია აქვთ და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხია.

გააგრძელეთ კითხვა