პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი - კვირის პალიტრა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება - გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

მანამდე სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე და შემდეგ სასტუმრო “ტიფლის პალასთან” მივიდნენ, სადაც აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის ინსტიტუტი "ტრადიციული ფასეულობების" ფორუმს მმართავდა.

სტუდენტების განცხადებით, აქცია პერმანენტულია და გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვების შემდეგ 17 აპრილს მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"