"ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ" - გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების წარმატებასა და გამოქვეყნებულ პოსტზე - კვირის პალიტრა

"ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ" - გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების წარმატებასა და გამოქვეყნებულ პოსტზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ბოლო დროს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ. გი­ორ­გიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი პა­ტა­რა დის­შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჰქონ­და.

ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს. თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კი თქვა, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი რომ დღეს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია, მისი "პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის".

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე, ასე­ვე ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" ისა­უბ­რა:"სა­დაც არ უნდა ვიყო, რა ენა­ზეც არ უნდა ვსა­უბ­რობ­დე, ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან ჩემ­თან, არი­ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ რაც არ უნდა მოხ­დეს. ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ის, რაც მოხ­და. ჩემი დის­შვი­ლის ფოტო იყო. ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ უნდა მი­წევ­დეს ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მი­წევს იმი­ტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხე­ბა. მე გა­მოვ­ხა­ტე ის, რაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გულ­ში არის, ჩემი ოჯა­ხის გულ­ში არის, ჩემი პა­ტა­რა დის­შვი­ლე­ბის გულ­ში არის", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

სპორ­ტსმე­ნის თქმით, ის ამა­ყობს, რომ ქარ­თვე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლამ ერ­თად, სწორ გზა­ზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ:

"ამა­ყი ვარ, რომ ვარ ქარ­თვე­ლი, ის რაც შევ­ძე­ლით მთლი­ა­ნად მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, მთელ­მა ნაკ­რებ­მა. ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვუ­ტა­ნეთ, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახლო მო­მა­ვალ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ხი­ლავთ გაბრ­წყი­ნე­ბულს, ბედ­ნი­ერს, ისეთ ბედ­ნი­ერს, რო­გო­რიც 26 მარტს ვნა­ხეთ", - იხილეთ სრულად