წიგნმა შეიძლება ადამიანს თქვენი თავი სამუდამოდ დაამახსოვროს - რატომ არის ის საუკეთესო საჩუქარი? - კვირის პალიტრა

წიგნმა შეიძლება ადამიანს თქვენი თავი სამუდამოდ დაამახსოვროს - რატომ არის ის საუკეთესო საჩუქარი?

თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გვახ­სოვს იმ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტუ­ლი ავ­ტო­რე­ბი და რო­მა­ნე­ბი შეგ­ვაყ­ვა­რა. ისი­ნი რო­გორც ჩვენს თა­რო­ებ­ზე, ისე ჩვენს გუ­ლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს და პე­რი­ო­დუ­ლად უკან ვუბ­რუნ­დე­ბით კი­დეც.

არა­ფე­რია იმა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო, როცა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს სწო­რედ ასეთ წიგნს და მას­თან ერ­თად, და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებს ჩუქ­ნი. სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღემ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სწო­რედ ამი­ტომ არის, რომ ციფ­რულ ეპო­ქა­ში ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად რჩე­ბა.

რო­გორ გვა­ახ­ლო­ებს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან?

630x320static-1713869978.png

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვი­სას, იქ­ნე­ბა ეს სამ­კა­უ­ლი, ტექ­ნი­კა, საგ­ზუ­რი თუ სხვა, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სებ­სა და გე­მოვ­ნე­ბას. იმა­ვე მიდ­გო­მით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ, როცა წიგნს ვარ­ჩევთ ან ად­რე­სატს აღ­მო­ჩე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, იქ­ნებ აქამ­დე ფენ­ტე­ზის ან სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რი არ იზი­დავ­და და ამ კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ აზრი შე­იც­ვა­ლოს? ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა გვა­ახ­ლო­ებს ადა­მი­ა­ნებ­თან, გვაძ­ლევს მათ­თან დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას... წიგ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მუ­და­მოდ ამახ­სოვ­რდე­ბა ად­რე­სატს, რომ ის სწო­რედ ჩვენ ვუ­სახ­სოვ­რეთ.

წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა

ემო­ცი­უ­რად გვა­კავ­ში­რებს ერ­თმა­ნეთ­თან;

გვაძ­ლევს ერ­თმა­ნე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და იდე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას;

გვა­ნი­ჭებს და­უ­ვი­წყარ ემო­ცი­ებს.

სხვის­თვის წიგ­ნის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ზრუნ­ვი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად იქცა. კარგ რო­მანს შე­უძ­ლია, ჩვენ­სა და ად­რე­სატს შო­რის ღრმა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი შექ­მნას, დაგ­ვა­ახ­ლო­ოს სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ან­თან და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცეს.

გთა­ვა­ზობთ 5 წიგნს, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ, ად­რე­სატს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აჩუ­ქოთ:

ალექ­სან­დრ დი­უ­მა - ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით

დი­უ­მას ეს რო­მა­ნი სა­სურ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა მის­თვის, ვინც კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხე­ლახ­ლა აღ­მო­ჩე­ნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ან ზო­გი­ერთ ამ­გვარ ნა­წარ­მო­ებს მხო­ლოდ ახლა ეც­ნო­ბა.

ამას­თან, ეს კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა არის ნა­წი­ლი სე­რი­ი­სა „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია კი აერ­თი­ა­ნებს რო­გორც ჩვე­ნი, ისე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წარ­მო­ე­ბებს, პირ­ველ­წყა­რო­დან ნა­თარ­გმნსა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მულს.

ნა­წარ­მო­ებ­ში „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“ მოქ­მე­დე­ბა 1793 წლის საფ­რან­გეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტე­რო­რის ეპო­ქაა – მო­ნარ­ქია და­ემ­ხო, მე­ფის ტახ­ტი გი­ლი­ო­ტი­ნამ და­ი­კა­ვა – „თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა“ და „ახა­ლი წეს­რი­გის“ მცვე­ლე­ბი ყვე­ლას მოჰ­კვე­თენ თავს, ვი­საც რე­ჟი­მის მტრად ჩათ­ვლი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საფ­რან­გეთ­მა ახალ ეპო­ქა­ში სის­ხლი­ა­ნი და ტან­ჯუ­ლი გზით შეა- ბიჯა, მისი დე­და­ქა­ლა­ქი მა­ინც ყვე­ლას­თვის მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრად რჩე­ბა. ასეა ჰოფ­მა­ნის­თვი­საც – გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი­სა და მე­ოც­ნე­ბე ხე­ლო­ვა­ნის­თვის. ჰოფ­მა­ნის­თვის სამ­ყა­რო ერთი დიდი თე­ატ­რია, ამ თე­ატ­რის მთა­ვა­რი სცე­ნა კი სწო­რედ პა­რი­ზია და სა­ო­ცა­რი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი წარ­მოდ­გე­ნაც სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში ვი­თარ­დე­ბა. რა ხდე­ბა მის თავს? სად გა­დის ზღვა­რი რე­ა­ლო­ბა­სა და მის­ტი­კას შო­რის და რა აკავ­ში­რებს ამ ყვე­ლა– ფერ­თან ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მი­ან ქალს? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბა მკი­თხველს იმ ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ამოგ­ზა­უ­რებს, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვა ჰოფ­მა­ნი­ვით ხან მო­უნ­დე­ბა და ხან – არა.

ბითლზი - ლი­ვერ­პუ­ლი­დან ები რო­უ­დამ­დე

მათ­თვის, ვი­საც მუ­სი­კა და დიდი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ბი­ოგ­რა­ფია აინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­სურ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი არ იყოს.

„ბითლზი - ლი­ვერ­პუ­ლი­დან ები რო­უ­დამ­დე“ მა­ღა­ლი პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხის წიგ­ნი-ალ­ბო­მია, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფის და­ბა­დე­ბი­დან ბოლო ალ­ბო­მამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებს მოგ­ვი­თხრობს.

ფრე­დი მერ­კუ­რი

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუ­ქა­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ერ­ნეს­ტო ასან­ტეს „ფრე­დი მერ­კუ­რი“ იქ­ნე­ბა. ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი მუ­სი­კო­სის ექ­სცენ­ტრუ­ლი გე­ნი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, გვი­ამ­ბობს ზან­ზი­ბარ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი ბი­ჭის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც „ქუ­ი­ნის“ მუ­სი­კა­ლურ ის­ტო­რი­ას­თან არის შერ­წყმუ­ლი.

ჯო­შუა კო­ე­ნი - ნე­თა­ნი­აჰუ­ე­ბი

ჯო­შუა კო­ე­ნის „ნე­თა­ნი­აჰუ­ე­ბი“ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა უყ­ვარს.

მოქ­მე­დე­ბა ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამ­თარ­ში ხდე­ბა. ის­ტო­რი­კო­სი რუ­ბენ ბლუ­მი, კორ­ბი­ნის კო­ლე­ჯის ერ­თა­დერ­თი ებ­რა­ე­ლი აკა­დე­მი­კო­სი, რო­მე­ლიც წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ცოლ-შვილ­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და თით­ქმის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დამ­თხვე­ვით, სხვა ებ­რა­ე­ლის _ ასე­ვე ის­ტო­რი­კო­სის, ბენ-სიონ ნე­თა­ნი­აჰუს ოჯა­ხის მას­პინ­ძლად იქ­ცე­ვა. პო­ლი­ტი­კა, ის­ტო­რია, ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა, მკაც­რი აკა­დე­მი­უ­რი გა­რე­მოს სა­ტი­რუ­ლო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი გას­დევს ფო­ნად რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზე დამ­ყა­რე­ბულ, ბრწყინ­ვა­ლე ოს­ტა­ტო­ბით აგე­ბულ თავ­ბრუ­დამ­ხვევ რო­მანს, რო­მე­ლიც ძალი ან სა­სა­ცი­ლო და მე­ლან­ქო­ლი­უ­რი მო­მენ­ტე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით გვიყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ორაზ­როვ­ნე­ბა­ზე.

ფრე­დე­რიკ ბაკ­მა­ნი - აქ იყო ბრიტ-მარი

„აქ იყო ბრიტ-მარი“ თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო რო­მა­ნია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 2014 წელს გა­მო­ი­ცა.

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დი­ა­სახ­ლი­სის ბრიტ-მა­რის შე­სა­ხებ. ის აღ­მერ­თებს წეს­რიგს: ყო­ველ­თვის სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე ვახ­შმობს, რად­გან, მისი აზ­რით, ყვე­ლა წე­სი­ე­რი კაცი სწო­რედ ამ დროს ვახ­შმობს; დი­ლი­თაც ექვს სა­ათ­ზე დგე­ბა, რად­გან მხო­ლოდ სუ­ლე­ლე­ბი დგე­ბი­ან უფრო გვი­ან, და მტკი­ცედ სჯე­რა, რომ სო­და­ზე კარ­გი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა ამ­ქვეყ­ნად არ გა­მო­უ­გო­ნე­ბი­ათ; სა­ნა­ქე­ბოდ უვ­ლის ქმარ­სა და მის ორ შვილს, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც, 40-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგომ, აღ­მო­ა­ჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯა­ხი­დან მი­დის. ბედი გა­უ­ღი­მებს, მუ­შა­ო­ბას ერთ მი­ვარ­დნილ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში იწყებს და იქვე ბი­ნავ­დე­ბა... სულ ცოტა ხან­ში ბრიტ-მარი მიხ­ვდე­ბა, რომ ამ ქა­ლაქ­ში, სა­დაც უც­ნა­უ­რი, ცოტა შე­რე­კი­ლი ხალ­ხი­ღა შე­მორ­ჩე­ნი­ლა, იპო­ვა თა­ვი­სი ად­გი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რე­ბა.

დღეს 23 აპ­რი­ლია, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე! პა­ლიტ­რა L თა­ვის საყ­ვა­რელ მკი­თხველ გან­სა­კუთ­რე­ბულ ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს! ეწ­ვი­ეთ ჩვენს ვებგ­ვერდს, და ისარ­გებ­ლე 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით ყვე­ლა წიგნ­ზე: https://palitral.ge/books

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სტუ­დენ­ტუ­რი ან SCool ქარ­დით შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, მი­ი­ღე და­მა­ტე­ბით 30%-იანი ქე­შ­ბე­ქი!

აჩუ­ქე წიგ­ნი, გა­ა­ზი­ა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა და სიყ­ვა­რუ­ლი!

ამ და სხვა წიგ­ნე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად მიჰ­ყე­ვით ბმულს და აჩუ­ქეთ თქვენს ად­რე­სატს და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცი­ე­ბი.

R