"საქართველოს მოღალატე ხარ!" - საპროტესტო მსვლელობისას აქტივისტებს გზაზე ავტომობილით დავით კაჭარავა შეხვდა: რა ხდებოდა ადგილზე? - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოღალატე ხარ!" - საპროტესტო მსვლელობისას აქტივისტებს გზაზე ავტომობილით დავით კაჭარავა შეხვდა: რა ხდებოდა ადგილზე?

"უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა. ამ წუ­თებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი მსვლე­ლო­ბით ევ­რო­კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს­კენ მი­დი­ან.

აქ­ტი­ვის­ტებს მსვლე­ლო­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლით და­ვით კა­ჭა­რა­ვა შეხ­ვდა.

"მონა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე ხარ! სა­ქარ­თვე­ლო მტე­რო" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­დნენ კა­ჭა­რა­ვას აქ­ტი­ვის­ტე­ბი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭერ დე­პუ­ტატს აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა სთხო­ვა, რომ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში გა­მარ­თონ დე­ბა­ტე­ბი, სა­დაც ახ­სნი­ან, "რა­ტომ არის ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი რუ­სუ­ლი", რა­ზეც კა­ჭა­რა­ვამ უპა­სუ­ხა. "ორი სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით და პუნ­ქტე­ბით და მუხ­ლე­ბით, კი ბა­ტო­ნო. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ და კონ­სტრუქ­ცი­ულ სა­უ­ბარს, იქ­ნე­ბა მუხ­ლობ­რი­ვი გან­ხილ­ვა, დღემ­დე ვერ ვნა­ხეთ ვერ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი... ახალ­გაზ­რდე­ბი შე­იყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში, ბევ­რმა აქ­ტი­ვის­ტმა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გარე აქ­ტო­რებ­მაც გა­დად­გეს ნა­ბი­ჯე­ბი" - ამ­ბობს კა­ჭა­რა­ვა.

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ.

კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით.

„ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით“, - განაცხადა კაჭარავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"