"ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!" - რას წერს ლაზარე გრიგორიადისის დედა შვილის შეწყალების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!" - რას წერს ლაზარე გრიგორიადისის დედა შვილის შეწყალების შემდეგ?

ცოტა ხნის წინა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა.

ლაზარეს დედამ თამთა კალანდაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ვისაც სურვილი გვაქვს დავიძარით ციხისკენ!" - წერს ლაზარეს დედა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.