ვინ არის ქართველი, რომელმაც 17-მილიონიანი იახტა შეუკვეთა?! - ის 36-მეტრიანი და 4-სართულიანია - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი, რომელმაც 17-მილიონიანი იახტა შეუკვეთა?! - ის 36-მეტრიანი და 4-სართულიანია

საქართველოში ამ დროისთვის 21 იახტა არის გაყიდული - ამის შესახებ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ძვირად ღირებული შეკვეთა 2023 წელს მიიღო და ის 2025 წლის მაისში უნდა ჩააბაროს.

„2023 წელს მივიღეთ ერთი ძალიან დიდი პროექტი, 36-მეტრიანი და 4-სართულიანი იახტა, რომელსაც 2025 წლის მაისში ვაბარებთ. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რაც გვქონია ჩვენი არსებობის განმავლობაში და ამ იახტის ღირებულება 17 მლნ დოლარია“ - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

„რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს მათ 2 მცირე ზომის იახტა გაყიდეს.

განაგრძე კითხვა