რა ღირს ცხოვრება თბილისში - Numbeo-ს ინდექსის მიხედვით? - კვირის პალიტრა

რა ღირს ცხოვრება თბილისში - Numbeo-ს ინდექსის მიხედვით?

საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ქირის გარეშე, 5,679 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 1,580 ლარს შეადგენს. მონაცემებს პორტალი Numbeo ავრცელებს, რომელიც ცხოვრების ღირებულების შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზაა.

Numbeo-ს მიხედვით, დედაქალაქში ცხოვრება შედარებით ძვირია. კერძოდ, თბილისში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,027.5 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,669 ლარია.

Numbeo-ს რეიტინგში თბილისის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 38.4-ია და სიძვირის მიხედვით 415 ქალაქიდან სიაში ის 287 ადგილზეა.

რაც შეეხება მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთში ცხოვრების ღირებულება, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 12,4%-ით მეტია. კერძოდ, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,446 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,818 ლარს შეადგენს.

დედაქალაქ ერევანში ცხოვრების ღირებულება, თბილისთან შედარებით, 8,6%-ით ძვირია. ერევანში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 6,682 ლარი, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო თვიური ხარჯი 1,876 ლარია.

ერევნის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 41.7-ია და ამდენად, თბილისთან შედარებით, Numbeo-ს სიაში სიძვირით უფრო ზევით, 270-ე ადგილზეა.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე იაფი ცხოვრება აზერბაიჯანშია. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 10,4%-ით დაბალია. კერძოდ, ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 5,201 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი 1,446 ლარს შეადგენს. იხილეთ სრულად