რა ქონებას ფლობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ევროპარლამენტარი საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ("ხარებას") დასანქცირებას ითხოვს. როგორც პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუს­მა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას განაცხადა, "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ".

მისივე თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბე­ბი შე­მო­ი­ღონ კა­ნო­ნი “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის” შე­სა­ხებ, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, "თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მე­დი­ა­სა და მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე".

"მი­ვე­სალ­მე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მო­მა­ვალს იცავს.

კო­ლე­გე­ბო, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მივ­მარ­თავ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტებს, რომ შე­მო­ი­ღონ წერ­ტი­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი ქარ­თვე­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. კერ­ძოდ კი, ზვი­ად ხა­რე­ბაშ­ვი­ლი­სა და ვაჟა სი­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბენ”, - გა­ნა­ცხა­და აუსტრე­ვი­ჩუს­მა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო. იხილეთ სრულად