"ჯერ ტელეფონიც არ აქვს და ეს არაა მისი "ფეისბუქი" - ლაზარე გრიგორიადისის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჯერ ტელეფონიც არ აქვს და ეს არაა მისი "ფეისბუქი" - ლაზარე გრიგორიადისის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"უდიდესი მადლობა ყველას! ვრცლად მოგვიანებით დავწერ, ახლა უბრალოდ იმის სათქმელად შემოვედი, რომ ლაზარეს ახლადშექმნილი პროფილი ყალბია, ნუ დაიმეგობრებთ და უმჯობესია დაარეპორტოთ. ლაზარეს ჯერ ტელეფონიც არ აქვს და ეს არაა მისი "ფეისბუქი".