მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს მანქანა ერთ-ერთ დასახლებაში დაეჯახა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.